დალი ჩიტალაძის ცნობილი შუ.

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

დალი ჩიტალაძის შუები საქვეყნოდ განთქმულია, მის შესახებ არაერთი ცნობილი ადამიანი საუბრობს. დალი ჩიტალაძე თავის იუთუბ მაყურებელს უმხელს ამ საიდუმლო რეცეპტს.

ინგრედიენტები კრემისთვის:

კარაქი – 200.00 გ
ლიმონის ცედრა
ვანილი – 15.00 გ
შაქარი – 300.00 გ
ფქვილი – 5.00 სკ
კვერცხი – 3.00 ც
რძე – 1.00 ლ

ინგრედიენტები ცომისთვის:

კვერცხი – 7.00 ც
მწიკვი ვანილი და მარილი
ფქვილი – 400.00 გ
წყალი – 400.00 მლ
კარაქი – 200.00 გ

- Advertisement -
Ad imageAd image

რძე გაათბეთ, კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ ერთმანეთისგან. კვერცხის გულს დაუმატეთ 150 გ შაქარი (დანარჩენი შეურიეთ რძეს) და გათქფვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და დაიწყეთ თქვეფა. უფრო ადვილად რომ გათქვიფოთ, დაუმატეთ თბილი რძისნაწილი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, კვერცხის მასაგადაიტანეთ რძეში და გაზზევე გააგრძელეთ მისი მიქსერით თქვეფა. ბუშტები რომ გაუჩნდება, კრემი მზად არის. გადმოდგით გაზიდან და გააგრილეთ.

კარაქი ათქფვიფეთ ვანილთან ერთად. დაუმატეთ ლიმონის ცედრა. კარგად გაცივებული კრემი ეტაპობრივად დაუმატეთ კარაქს და კარგად გათქვიფეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ქვაბში მოთავსეთ წყალი, კარაქი, მარილი და ვანილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. კარაქი რომ გადნება და მასა წამოდუღდება, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ. ცომი კარგად რომ გამოშრება, მზად არის. ცომი გადაიტანეთ ჯამში და კარგად გააცივეთ. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი. თქვეფა გააგრძელეთ ერთგვაროვანი და წებოვანიმასის მიღებამდე.

კოვზის გამოყენებით ცომის პატარა გუნდები გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარი შუ გაჭერით შუაზე და გულში მოათავსეთ კრემი. გააფორმეთ შაქრის ფხვნილით.

- Advertisement -
Ad imageAd image

სულ ესაა!

გემრიელად მიირთვით!

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დალი ჩიტალაძის ცნობილი შუ.. 6 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დალი-ჩიტალაძის-ცნობილი-შ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi