ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიდადგინდა, რატომაა შარდი ყვითელი - მეცნიერებმა ამაზე პასუხისმგებელი ფერმენტი აღმოაჩინეს

დადგინდა, რატომაა შარდი ყვითელი – მეცნიერებმა ამაზე პასუხისმგებელი ფერმენტი აღმოაჩინეს

მერილენდის უნივერსიტეტისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) მკვლევრებმა დაადგინეს, რატომაა შარდი ყვითელი ფერის. ეს ბიოლოგიური ფენომენი აქამდე აუხსნელი იყო.

მკვლევრებმა მიკრობული ფერმენტი აღმოაჩინეს, სახელად ბილირუბინის რედუქტაზა, რომელიც შარდისთვის ყვითელი ფერის მინიჭებაზე აგებს პასუხს. შესაძლოა, მიგნება სამომავლოდ იმის განსაზღვრაში დაგვეხმაროს, თუ რა როლი აქვს ნაწლავის მიკრობიომს სხვადასხვა ავადმყოფობის, თუნდაც სიყვითლისა და ნაწლავის ანთებით დაავადების, მიმდინარეობაში. ნაშრომი ჟურნალში Nature Microbiology გამოქვეყნდა.

რა განაპირობებს შარდის შეფერილობას — მექანიზმი
სისხლის წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები, 6 თვე ცოცხლობს. ამ დროის გასვლის შემდეგ ისინი იშლება და პროცესში კაშკაშა ნარინჯისფერი პიგმენტი, სახელად ბილირუბინი, წარმოიქმნება. როგორც წესი, ბილირუბინი ნაწლავში გამოიყოფა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა იგი ნაწილობრივ ხელახლა შეიწოვოს.

თუკი ორგანიზმმა იგი ზომაზე მეტად შეიწოვა, ბილირუბინი სისხლში დაგროვდება და სიყვითლეს გამოიწვევს — მდგომარეობას, რომლის დროსაც კანი და თვალები ყვითლდება. ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ადგილობრივი ფლორა ბილირუბინს სხვა მოლეკულებად გარდაქმნის.

“ნაწლავის მიკრობებში ფერმენტი ბილირუბინის რედუქტაზაგვხვდება, რომელიც ბილირუბინს უფერულ თანაპროდუქტად, ურობილინოგენად, გარდაქმნის”, — განმარტა ბრანტლი ჰოლმა, მერილენდის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა — “ურობილინოგენი შემდეგ სპონტანურად იშლება მოლეკულა ურობილინად, რომელიც ჩვენთვის ნაცნობ ყვითელ ფერზეა პასუხისმგებელი”.

ურობილინს რახანია უკავშირებენ შარდის ყვითელ ფერს. მეორე მხრივ, პროცესზე პასუხისმგებელი ფერმენტი ბილირუბინის რედუქტაზაა, მისი აღმოჩენა კი საუკუნოვან კითხვას სცემს პასუხს.

რაში დაგვეხმარება ამის ცოდნა?
გარდა იმისა, რომ ამ სამეცნიერო კითხვას გაეცა პასუხი, მიგნებებს ჯანდაცვის სფეროშიც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბილირუბინის რედუქტაზა თითქმის ყველა ჯანმრთელი ზრდასრულის ორგანიზმშია, თუმცა იგი ახალშობილებსა და ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პირებში არ გვხვდება.

ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ბილირუბინის რედუქტაზას არარსებობა შეიძლება იწვევდეს ახალშობილთა სიყვითლესა და პიგმენტირებული ნაღვლის კენჭების ფორმირებას.

“რადგან უკვე აღმოვაჩინეთ ეს ფერმენტი, შეგვიძლია იმის კვლევა დავიწყოთ, თუ რა გავლენა აქვს ნაწლავებში არსებულ ბაქტერიებს მიმოქცევაში მყოფი ბილირუბინის დონეებზე და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო მდგომარეობებზე, თუნდაც სიყვითლეზე”, — განაცხადა სიაფანგ ძიანგმა, NIH-ის მკვლევარმა და ნაშრომის თანაავტორმა.

სიყვითლისა და ნაწლავის ანთებითი დაავადების გარდა, ნაწლავის მიკრობიომს არაერთი სხვა დაავადების მიმდინარეობაში მიუძღვის გარკვეული წვლილი, ალერგია იქნება ეს, ართრიტი თუ ფსორიაზი. მაშასადამე, ფერმენტის აღმოჩენა კიდევ უფრო გვაახლოებს იმის სრულყოფილ გააზრებასთან, თუ რა როლს ასრულებს ნაწლავის მიკრობიომი ჩვენს ორგანიზმში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
საჭიროა თუ არა საბაზისო -მრავალ სახსროვანი ვარჯიშების შესრულება დამწყებისთვის?

საჭიროა თუ არა საბაზისო -მრავალ სახსროვანი ვარჯიშების შესრულება დამწყებისთვის?

იანვარი 30, 2025
იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი?

იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი?

იანვარი 29, 2025
ღვინისა და აგროტურიზმის საქმიანობით მიღებული 700 000 ლარამდე შემოსავალი არ დაიბეგრება

ღვინისა და აგროტურიზმის საქმიანობით მიღებული 700 000 ლარამდე შემოსავალი არ დაიბეგრება

იანვარი 29, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა უნდა მივირთვათ თუ გახდომა გვინდა

რა უნდა მივირთვათ თუ გახდომა გვინდა

იანვარი 29, 2025
,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

იანვარი 29, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა ორი თვით იზღუდება

ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა ორი თვით იზღუდება

იანვარი 29, 2025
,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

,,წერდე ბავშვებისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობა და მადლია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მეზღაპრე ლიზი ბაზერაშვილთან

იანვარი 29, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი