პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

„ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების – დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.

დაავადებებისგან თავის დასაცავად, დაიცავით პრევენციული ღონისძიებები:

• წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი – ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი.

• მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი.

• აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა.

• ახლადმომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ.

• არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი.

• არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები.

• სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.

• მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი ხილი.

• დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში.

• სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

• ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.

• ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

• მაქსიმალურად დაიცავით თავი კოღოების კბენისაგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი და/ან კოღოები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

  რომელი ქვეყნის პენსია შეუძლია მიიღოს ქართველ ემიგრანტს? – პრაქტიკული რჩევები და რეალური მაგალითები

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი