ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგულყრა მაღალი ტემპერატურის ფონზე როგორ მოვიქცეთ – რას გვირჩევს პედიატრი?

გულყრა მაღალი ტემპერატურის ფონზე როგორ მოვიქცეთ – რას გვირჩევს პედიატრი?

როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს შვილს მაღალი ტემპერატურის ფონზე გულყრა განუვითარდა? – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რჩევებს უზიარებს.

“ფებრილური გულყრა ბავშვებში – როგორ მოვიქცეთ? ხშირად სვამთ ამ კითხვას დედიკოებო,რადგან ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო ხშირად ვხვდებით ჰიპერთერმიას ბავშვებში!

  • ფებრილური გულყრა ხშირია 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში
  • უმეტესად უსაფრთხოა და ტვინის დაზიანებას არ იწვევს… ნორმადაც კი ითვლება ამ ასაკისთვის ეს მოვლენა,თუმცა 2 კვირაში კრუნჩხვის განვითარებიდან მაინც გავიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან

როდესაც ტემპერატურის დროს ბავშვს დაეწყება გულყრა:

მაშინვე დააწვინეთ გვერდულად

  • ზურგზე ნუ დააწვენთ, რადგან ასპირაციის საშიშროება არსებობს ღებინების შემთხვევაში და ენაც სწორ პოზიციაში იქნება!
  • არაფერი არ ჩაუდოთ პირის ღრუში ენის დასაფიქსირებლად არც თითი და არც კოვზი – ყველაფერი ეს ხელს უშლის სუნთქვას პროცესს და საშიშია, გარდა ამისა მოგიწევთ შემდეგ დაზიანებული ლორწოვანების ხანგრძლივი მკურნალობა!
  • არ დაუფიქსიროთ ძალის გამოყენებით ხელ-ფეხი…
  • კუნთების ძალდატანებით გაჩერება არც ეხმარება და შეიძლება ზიანიც მოუტანოს ბავშვს
  • გარემო გახადეთ უსაფრთხო
  • დააკვირდით ბავშვს და შეძლებისდაგვარად (მესმის პანიკაში ხართ)…

დაიმახსოვრეთ:

• როდის დაიწყო გულყრა

• რამდენ ხანს გაგრძელდა

• როგორი მოძრაობები ქონდა ბავშვს

როცა გულყრა გაივლის (ჩვეულებრივ გადის 1–3 წუთში):

• გაზომეთ ტემპერატურა

• გაანიავეთ ოთახი

• გამოიყენეთ ოდნავ თბილი კომპრესი

• სიცხის დამწევი მხოლოდ კრუნჩხვის დასრულების შემდეგ მიეცით!!! კრუნჩხვის პროცესში ❌წამალი არ დაალევინოთ❌არ ჩააახათ პირში წყალი

სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ვიძახებთ აუცილებლად თუ

  • გულყრა გრძელდება 5 წუთზე მეტ ხანს
  • ბავშვი ციანოზურია და ეს პროცესი მზარდია
  • არ სუნთქავს
  • განმეორებითი ეპიზოდია
  • 3 თვეზე პატარაა ბავშვი
  • არ მოდის გონს 10–15 წუთზე მეტხანს

მშობლებისთვის მთავარია იცოდეთ, რომ რათქმაუნდა ფებრილური გულყრა შიშისმომგვრელია, ძალიან ძნელი გადასატანია საყურებლად, მაგრამ უმეტესად უსაფრთხოა.

თქვენი ამოცანაა: არ მიეცეთ პანიკას (რთულია მაგრამ ვეცადოთ), ვიმოქმედოთ წესების მიხედვით… ერთი რამ გახსოვდეთ- ფებრილური გულყრა უმეტესად უსაფრთხოა! გართულება, ნევროლოგიური დაზიანება და სიკვდილის რისკი პრაქტიკულად არის ძალიან‐ძალიან მცირე! მიყვარხართ და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს პედიატრი.

  დახვეწილი, დელიკატური კრემი “შარლოტა”, რომელიც კარგად ინახება მაცივარში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი