ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსგორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის დასავლეთ საქართველოდანაა და გორში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოუვიდა, რაც დაჭრით დასრულდა. “მთავარის” ინფორმაციით, მომხდარში რამდენიმე პირი ფიგურირებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება დაჭრილს. მას სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობთ, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრა კომბინატის დასახლებაში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ.

მომხდარზე შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბიჭო, კუთხეები ჰქონდა ჩატეხილი... - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, რომლის შედეგად 22 ადამიანი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი