გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.

გიორგი ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

მოსამართლე ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილს მიმართა: „თავს სრულად გრძნობთ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ?, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა – „კი ბატონო“.

დანაშაული აღიარა ოთხი ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა.

„თავს სრულად ვგრძნობ დამნაშავედ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა.

გიორგი ჩახუნაშვილი
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-ჩახუნაშვილმა-და-4-ო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi