კვირა, ნოემბერი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიპროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას უმასპინძლა

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას უმასპინძლა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამ დღეებში სამშობლოში იმყოფება.
14 ოქტომბრის საღამოს პროფესორმა ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა — ისტორიულ შენობაში, რომელიც მრავალსაუკუნოვან სასახლეს წარმოადგენს და თბილისის დიდ ისტორიას ინახავს.

შეხვედრაზე დამფუძნებელთან ერთად მედიაჰოლდინგის თანამშრომლებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, მიმდინარე საქმიანობა და მიღწეული წარმატებები. პროფესორმა ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის – აღნიშნა, რომ „შენი“ არის ერთიანი სივრცე, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის სანდო, პოზიტიურ და საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებას.

საღამო მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მედიაჰოლდინგი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

  „ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და დაახლოებით 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება“ – რას ითვალისწინებს ბაიდენის ადმინიტრაცის ახალი ზომები და რა კატეგორიის მიგრანტებზე გავრცელდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი