შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმი„გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია“ - სკანდალი გრძელდება: რატომ ემუქრება გიორგი...

„გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია“ – სკანდალი გრძელდება: რატომ ემუქრება გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილს სასამართლოში ჩივილით

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ  ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკ“, კერძოდ, ვიტამინების დანამატი გააკრიტიკა.

გიორგი ფხაკაძე წერდა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუმა დაადგინა, რომ „VITANUKI Beauty Vitamin Blend“ არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული.

აღნიშნულ ფაქტს ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა:

„გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და თაღლითია. გადაამოწმეთ ოფიციალურ ჯანდაცვის საიტებზე, ამერიკის FDA-ც ხომ პროდუქციას არ უშვებს საზღვრებზე შეუმოწმებლად.

მათს თუ დავუჯერებთ, პანდემიისას ყველა უნდა ამოვწყვეტილიყავით. მიეცით თანხა და იტყვის კარგია.

ხვალ ვიღაც იტყვის, არაა ორსულად, მუცელში ბალიში აქვსო, ყველა ბლოგერს ვსდიო ექსოსკოპიით და ვუმტკიცო?“

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკის ბრენდს მიმართავს:

ოფიციალური განცხადება – Nuki Cosmetics

თქვენი ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გავრცელდა ცრუ და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს ჩემს მიერ გავრცელებული მონაცემები პროდუქტის FDA-ს სტატუსზე არასწორია.
მივმართავ თქვენს ორგანიზაციას:
1. ეს განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და რეპუტაციის შელახვას – რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (მოქალაქეთა სარჩელი ცილისწამებისა და სამომხმარებლო უფლებების დარღვევის შესახებ).
2. თქვენ კომერციული ორგანიზაციის სახელით აკეთებთ განცხადებებს, რომლებიც საზოგადოებას აძლევს მცდარ წარმოდგენას და ამით არღვევთ საქართველოს სარეკლამო და სამომხმარებლო დაცვის კანონმდებლობას.
3. თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არა მხოლოდ არ შეესაბამება რეალობას, არამედ აზიანებს ჩემს პროფესიულ რეპუტაციას.
მოვითხოვ:
• დაუყოვნებლივ წაშალოთ ცრუ ინფორმაცია,
• საჯაროდ მოიხადოთ ბოდიში ოფიციალური გვერდიდან,
• წარმოადგინოთ დოკუმენტურად დამტკიცებული ოფიციალური დასტური იმ განცხადებების შესახებ, რომლებსაც ავრცელებთ.
თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, სასამართლოს გზით დავიწყებ შესაბამის სამართლებრივ პროცესს, მათ შორის:
• რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამების საქმეზე,
• საქართველოს საკანონმდებლო ნორმების დარღვევის საფუძველზე,
• ფინანსური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ტელეფონი და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი, ტელეფონი და ტექსტი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

  ჯეჯილი, სანთლები და სიმბოლოები – სააღდგომო ინტერიერის აუცილებელი ელემენტები

 

 

 

 

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი