სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიგიორგი მიქატაძემ ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა

გიორგი მიქატაძემ ერთ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა

ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „ლიონის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი (ჟორჟმა) მიქაუტაძემ ევროპის ლიგის 1/8 ფინალში რუმინული „სტიაუას“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ლიონმა“ „სტიაუა“ 4-0 გაანადგურა. პირველ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა 3-1 მოიგო, შესაბამისად ის ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

2 დღის წინ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, უეფას ჩემპიონთა ლიფის ¼ ფინალში გავიდა, სადაც ასევე ინგლისურ კლუბს, „ასტონ ვილას“ შეხვდება.

  ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო. ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც - ნინო სალუქვაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი