პარასკევი, იანვარი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"გიორგი ავტოავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა...“ - ავარიის შედეგად უმძიმესად...

“გიორგი ავტოავარიის დროს გადმოვარდა და მანქანა ზემოდან დაეცა…“ – ავარიის შედეგად უმძიმესად დაშავებულ დედა-შვილს საზოგადოების დახმარება ძალიან სჭირდება

“ღმერთმა იცის, როდესაც სხვები ითხოვენ, ყოველთვის საკუთარივით განვიცდი და ვიხარჯები. ახლა კი, თქვენ უნდა გთხოვოთ დახმარება, ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო. მძიმე, უმძიმეს განსაცდელში მყოფი ჩემი დის და დისშვილის გამო.

ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უპირობოდ უნდა გადავრჩეთ. დღეის მდგომარეობამდე, ყველას ლოცვამ მოგვიყვანა. იმედს არ ვკარგავთ, არ უნდა დავიღალოთ. უნდა ვცადოთ ყველაფერი და ეს თქვენ უნდა შეგვაძლებინოთ. მხოლოდ თქვენი თანადგომით თუ შევძლებთ ამას.

მცირედი არ არსებობს. თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, გთხოვთ, რადგან დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ალბათ, დაგღალეთ ჩვენი ოჯახის პრობლემებით, მაშინაც თქვენი ძალისხმევით დადგა მაიკო ფეხზე. ახლა კი ისევ გაწუხებთ, რადგან მაიკო ოჯახს, საზოგადოებას, გიორგი კი – თავის შვილებს დაუბრუნდეს”, – ეს ემოციური სტატუსი სოციალურ ქსელში ნინო ნინიძემ დადო და ის საზოგადოებას დის და დისშვილის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს. დედა-შვილს, მაია ნინიძესა და გიორგი კეკელიძეს ახლა ყველაზე მეტად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ისინი 31 დეკემბერს, თბილისი-რუსთავის გზაზე, ფონიჭალაში, უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავდნენ და მას შემდეგ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვიან. ოჯახმა უკვე ამოწურა ყველანაირი რესურსი და ახლა ხალხის გვერდში დგომა სჭირდება.

ყველაზე მძიმეა 37 წლის გიორგი კეკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ენერგიულ და შრომისმოყვარე ბიჭს შინ მეუღლე და სამი პატარა ელოდება. თურმე ბავშვები სულ კითხულობენ, მამა სახლში როდის მოვაო.

ამ თემაზე საუბარი ძალიან გაუჭირდა გიორგის დას, ლელას, ის ყველანაირად ცდილობს, როგორმე ფეხზე დააყენოს მისთვის ძვირფასი ორი ადამიანი, დედა და ძმა.

ლელა კეკელიძე:

– დედა და ჩემი ძმა ავტოავარიაში 31 დეკემბერს მოყვნენ, დედა სოფლიდან ჩამოვიდა და ორივე ჩემთან, ფონიჭალაში მოდიოდა. ეს საშინელი ავარია ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა და ორივე უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ძალიან დაშავებულები იყვნენ.

ჩემს ძმას, გიოს, ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რადგან თავის ტვინის ტრავმის გამო შეშუპება წავიდა და ორივე თხემის ძვლის ამოღება გახდა საჭირო. ბევრი დაზიანება აქვს – თეძოს ძვლის მოტეხილობა, თვალბუდის დაზიანება, განვითარდა ანემია, სუნთქვის უკმარისობა და ამ დრომდე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. დედას უფრო მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები აქვს – ქალა სარქვლის მოტეხილობა, ქალა ფუძის მოტეხილობა, სახის ძველის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის ტრავმა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ბარძაყის მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ისიც რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მიუხედავად უამრავი დაზიანებისა, დედა შედარებით უკეთესად არის, უფრო მძიმეა ჩემი 37 წლის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. დიდი და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება გიორგის, რაც ფინანსური კუთხით საკმაოდ სოლიდურ თანხებს მოითხოვს. სუნთქვის უკმარისობის გამო, მას ახლა ტრაქეოსტომა აქვს ჩადგმული და ჯერ საუბარსაც ვერ ახერხებს.

ქირურგიული ჩარევა 10 000 ლარი დაჯდა, რეანიმატოლოგი ამბობს, რომ ნევროლოგმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა და მერე, წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ლოგოპედი, ყლაპვა თავიდან უნდა ისწავლოს, ისიც არ ვიცით, აღუდგება თუ არა ორგანოები, შეძლებს თუ არა სიარულს.

გიორგი ავტომობილიდან გადმოვარდა ავარიის დროს და მანქანა ზემოდან დაეცა, ამიტომ, ფეხებში ნაკლებად აქვს მგრძნობელობა. ექიმი გვეუბნება, რომ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან რეანიმაციიდან გამოსვლის შემდეგ, მისთვის მთავარია რეაბილიტაცია, რომელიც, თუ კარგად წარიმართება, მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. ამისთვის ვიბრძვით ახლა, რომ როგორმე გიოს ჰქონდეს გარანტირებული რეაბილიტაცია, რადგან დროში თუ გაიწელება, არავინ იცის, ეს რას გამოიწვევს.

– თქვენი ძმა კონტაქტურია?

– ყველაფერზე კი-ს რომ გვეუბნება, ვერ ვხვდებით ვერაფერს. შვილების სახელს რომ ვეკითხებით – რა ჰქვიაო, უცხო სახელი რომ ვუთხარი, არაო, თქვა. ეს არის ერთადერთი – კი და არა, რასაც ამბობს, ჯერ ისევ ნახევრად ძილშია, როგორც კი საძილეს უკლებენ, მაშინვე ეწყება შფოთვა.

გიორგი სამი შვილის მამაა, მუშაობდა რესტორანში, ბედნიერად ცხოვრობდა და ეს ამბავი დაგვატყა თავს. ახლა ყველას გვერდში დგომა გვჭირდება და გვჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით როგორმე შევძლებთ მათ ფეხზე დაყენებას.

ჩემს ძმას ავარიის შემდეგ თავიდან ჰქონდა ცნობიერება, მერე გამოიხატა შოკი და როგორც გაირკვა, წავიდა არა არტერიული სისხლდენა, არამედ, ვენური სისხლდენა. კლინიკაში მიყვანის შემდეგ მოხდა ცნობიერების დაბინდვა და წავიდა ტვინის შეშუპება. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, წუთები წყვეტდა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შედეგად, თხემის ძვლების ამოღება დასჭირდა.

ვიბრძვით და ხალხის დახმარება გვჭირდება, რომ ფინანსურად ეს შევძლოთ და გიოსთან შემდგომი რეაბილიტაცია მოხდეს. როგორც გავიგეთ, ერთ-ერთ კლინიკაში არის ამის საშუალება და იმედი გვაქვს, როგორმე შევაგროვებთ ამ თანხებს.

ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩენია ხალხის გვერდში დგომას და ახლა ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დედა და გიო გადარჩეს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.

 

“კვირის პალიტრაში” არაერთი ადამიანის გასაჭირის შესახებ დაგვიწერია სტატია და მართლაც, ბევრი გადარჩა, სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომით.

იმედი გვაქვს, ამჯერადაც ხალხი გვერდში დაუდგება კეკელიძეების ოჯახს და დედა-შვილს და მათი რეაბილიტაცია მოხდება.

 

აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს:

GE92BG0000000606102393 საქართველოს ბანკი

GE30TB7788345061100019 თიბისი ბანკი

მიმღები ლელა კეკელიძე Lela kekelidze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

როგორ გავაუმჯობესოთ ძილის ხარისხი დღის განმავლობაში – 5 მეცნიერულად დასაბუთებული რჩევა

იანვარი 30, 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი