გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: „მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია - ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი“

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

მათი ცნობით, დ.ჩ. -ს ახლა გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ამასთან, გამოცემა წერს, რომ თუ ა.ნ.-ს აქამდე პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა. 16 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიგა-ავალიანის-მკვლელობი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi