ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიგთხოვ, არა­სო­დეს შეგშურ­დეს, იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო დედა გყავს და გთხოვ, რომ...

გთხოვ, არა­სო­დეს შეგშურ­დეს, იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო დედა გყავს და გთხოვ, რომ მას მი­ბა­ძო…” – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი ქალიშვილს

ყველასთვის საყვარელი მღვდელი მამა თეიმურაზ ქორიძე 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ვიდეო მამა თეიმურაზისა ქალიშვილთან ერთად და ასევე წერილი, რომელიც ერთი თვის წინ დაუწერა გოგონას. ის ამგვარ წერილებს ყოველ წელს უწერდა შვილებს, დაბადების დღეებზე.

“ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა… (შეპირებული წერილი შვილს)

“ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო – პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ…

გჩუქნი ამ სიტყვებს, ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე.

გთხოვ, ეცადო, რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.

ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელით და სილაღით განვლე და იმედი მაქვს რომ მუდამ ასეთად დარჩები.სილაღით – ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ (და იქნებ… იმ ერთმა ნაპერწკლად ანთებულმა სიხარულმა რამხელა ბედნიერის ცეცხლი დაანთოს მასში)…

სიწრფელით – ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ მათი ბედნიერებᲘთ იქნები ბედნიერი(არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).

რაც შეეხება სიხარულს… მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო – ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.

გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს…

იცხოვრე შენი ცხოვრებით.

შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო – დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან…

მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის ახლაც გეტყვი – უმიზეზოდ. გიყვარდეს უმიზეზოდ…

გილოცავ, ჩემო!“

მასალის გამოყენების პირობები
  90-იანი წლების თბილისელი პრინცები - ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძისა და დუდუ დადიანის უცნობი ამბები
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
კადრი, როდესაც 2 წლის ქართველმა გოგონამ ხმები პირველად აღიქვა – “ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს…“

კადრი, როდესაც 2 წლის ქართველმა გოგონამ ხმები პირველად აღიქვა – “ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს…“

აპრილი 7, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი