ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას და ვთვლით, რომ დაცული უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორობის, უსაფრთხოების პრინციპები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩო წერს, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.
„ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა. განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ.
გერმანიის საელჩო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას და თვლის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები. ასე მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ“, – წერს გერმანიის საელჩო.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). გერმანიის საელჩო – ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სასამართლო პროცესების დაკვირვებას და ვთვლით, რომ დაცული უნდა იყოს თანასწორობის, უსაფრთხოების პრინციპები. 12 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გერმანიის-საელჩო-ევროპე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T17:21:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
