ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარიისტორიებიგერმანიაში ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს- ზღაპრის გმირის რეალური ისტორია

გერმანიაში ფიფქიას საფლავის ქვა აღმოაჩინეს- ზღაპრის გმირის რეალური ისტორია

ბამბერგში (ბავარია, ზემო ფრანკონია) არისტოკრატი ქალის საფლავის ქვა იპოვეს, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა. ქალის ნამდვილი სახელი ცოტასთვის თუ არის ცნობილი, მაგრამ მის შესახებ, ყველა ბავშვმა იცის.

მარი-სოფი ფონ ერტალი — იმით არის ცნობილი, რომ ის ფიფქიას პროტოტიპად ითვლება. მისი საფლავის ქვა კი ოჯახმა, რომელმაც აღმოაჩინა, ქალაქის სამხარეო მუზეუმს გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ეკლესია, რომელშიც მარი ერტალი იყო დაკრძალული 1804 წელს დაინგრა, ხოლო მისი საფლავის ქვა, ქალაქის ერთ-ერთი ოჯახის რელიქვიებს შორის მოხვდა.

მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მარი ერტალი ძმები გრიმების კლასიკური ზღაპრის, ფიფქიას პროტოტიპია, რომელიც 1812 წელს იყო გამოქვეყნებული. მისი თქმით, «ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, ბევრი შესაბამისობა არსებობს, რომ სწორედ ეს ქალბატონი იყო მეზღაპრეების შთაგონების წყარო და ფიფქიას შესახებ ზღაპრის შექმნის მიზეზი».

მარია-სოფია ფონ ერტალი 1725 წელს დაიბადა და ქ. ბამბერგის მახლობლად მდებარე ლორ-ამ-მაინის სასახლეში გაიზარდა. მას ბავშვობიდანვე «უჩვეულოდ სათნო» გოგონად ახასიათებდნენ, რომელიც ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. როდესაც დედა გარდაეცვალა, მამა ხელმეორედ დაქორწინდა. გოგონას კი, დედინაცვალთან ურთიერთობები ვერ აეწყო…

ხოლო, როდესაც ქალს საკუთარი შვილები შეეძინა, გერი იძულებული გახდა მშობლიური სახლი მიეტოვებინა და საცხოვრებლად ქალაქში გადასულიყო. ის ბამბერგში, ერთ მარტოხელა ინგლისელ ქალბატონთან ცხოვრობდა.

ბამბერგი იმ დროს სამთომომპოვებელთა ქალაქად ითვლებოდა, ხოლო მაღაროებში, ძალიან ხშირად, ბავშვები, მოზარდები და ტანმორჩილი ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც მოგვიანებით, ზღაპარში ჯუჯებად იქცნენ. როგორც ამბობდნენ, მარი-სოფია ბევრ მათგანთან მეგობრობდა, მაგრამ ზღაპრული პერსონაჟისგან განსხვავებით, მშვენიერ პრინცზე არ გათხოვილა. ის ქალაქში მარტო ცხოვრობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში მხედველობა დაკარგა და 1796 წელს, 71 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ძმებმა გრიმებმა ზღაპარი მისი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ დაწერეს.

რაც შეეხება დამთხვევებს, მხარეთმცოდნე დოკ. კარლ ბარტელსი შემდეგ პარალელებს ავლებს ზღაპარსა და მარი-სოფიას ცხოვრებას შორის: მაგ., ფონ ერტალის მამა, ისე როგორც ეს წიგნშია მოთხრობილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა. ამასთან, მისი ოჯახი მინის ქარხანას ფლობდა და ბიზნესის საქმეებთან დაკავშირებით, მას მოგზაურობა ხშირად უწევდა.

  "სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა" - შობას გილოცავთ

სასახლის მეპატრონემ, შესაძლებელია, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს შეიძინა «მოლაპარაკე» სარკე და ის მეუღლეს აჩუქა. სარკის ზედა კუთხეში დღემდე შემორჩენილია ფრანგული წარწერა: «Amour Propre» (სუფთა სიყვარული). სამწუხაროდ, მისი ხმის გაგონება დღეს უკვე შეუძლებელია, რადგან დროთა განმავლობაში, მექანიზმი გაფუჭდა.

«მოლაპარაკე» სარკე, რომელიც ამჟამად ადგილობრივი მუზეუმის ექცპონატია — ლეგენდის და ისტორიის რეალური მტკიცებულებაა! ასევე ცნიბილია, რომ ხმოვანი მექანიზმი სარკეების მანუფაქტურაში იყო დამზადებული, რომელიც იმ დროს ქ. ლორაში მდებარეობდა.

«უღრანი ტყე» კი, ბარტელსის აზრით — შპესარტის (Spessart) ტყის მასივია. ხოლო, მთის ბილიკი, რომელზეც მარი–სოფია დადიოდა — მთის მწვერვალისკენ მიმავალი ბილიკი იყო, რომელსაც ამჟამად, ვიზერ შტრასეს ეძახიან. რაც შეეხება ჯუჯებს, რომლებმაც ფიფქია შეიფარეს, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უბრალო მაღაროელები იყვნენ.

P. S. თუმცა, ფიფქიას პროტოტიპთან დაკავშირებით, არსებობს მეორე ვერსიაც:

1994 წელს გერმანელმა ისტორიკოსმა ე. ზანდერმა (Eckhard Sander) თავისი ნაშრომი «ფიფქია: მითი თუ რეალობა?» (Schneewittchen: Märchen oder Wahrheit?) გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ძმები გრიმების სააღრიცხო ბარათი ნახა, რომელშიც ფიფქიას პროტოტიპზე იყო ინფორმაცია.
ნაშრომის ავტორის მტკიცებით, ფიფქიას პროტოტიპი მარგარეტ ფონ ვალდეკი (Margaretha von Waldeck) არის, რომელიც XV საუკუნეში, ქ. ბად-ვილდუნგენში (Bad Wildungen) ცხოვრობდა. გოგონას მართლაც ჰყავდა დედინაცვალი (მაგრამ, ბოროტი არა), ხოლო ხმები მისი სილამაზის შესახებ, საგრაფოს საზღვრებს სცდებოდა.

16 წლის ასაკში მარგარეტი საცხოვრებლად ბრიუსელში (1531 წლიდან ქალაქი ესპანეთის «ნიდერ ლანდის» (ქვემო მიწები) დედაქალაქი და შუა საუკუნეების ევროპის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი იყო) გადავიდა, სადაც ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპ II გაიცნო და შეუყვარდა. სიყვარული ორმხრივი იყო, მაგრამ ესპანეთის სამეფო კარს არ აწყობდა ასეთი პარტია და ძალიან მალე, მარგარეტი გარდაიცვალა.
ზანდლერის მტკიცებით, გოგონა მოწამლეს, მაგრამ ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის უცნობი ავადმყოფობით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ჯუჯების ისტორიაც, რომლებსაც ფიფქია ტყეში შეხვდა, ასევე ფონ ვალდეკის ოჯახთან არის დაკავშირებული. მარგარეტის მამა სპილენძის რამდენიმე საბადოს მფლობელი იყო, რომლებზეც ბავშვები მუშაობდნენ. ცუდი კვების და მძიმე სამუშაო პირობების გამო, ბევრი იღუპებოდა. ხოლო გადარჩენილები, დეფორმირებული კიდურებით და წელში მოხრილები, ჯუჯებს ემსგავსებოდნენ.
რაც შეეხება შხამიან ვაშლს, ზანდერმა ამ მოვლენის ამსახველი პარალელებიც იპოვა ქ. ბად-ვილდუნგის ისტორიაში. როგორც გაირკვა, ქალაქში მოხუცი ცხოვრობდა, რომელიც მის ბაღში ხილის ქურდობაში შემჩნეულ ბავშვებს, მოწამლულ ვაშლებს აძლევდა.
ულამაზესი გრაფინიას ისტორია, საუკუნიდან საუკუნეში ლეგენდის სახით გადაეცემოდა და ახალ-ახალი დეტალებით «ივსებოდა». ხოლო 1812 წელს, ძმებმა გრიმებმა ფიფქიას ისტორია, გერმანული ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილ, ზღაპრების კრებულში შეიტანეს.

  ის ორი მეფის ცოლი იყო, ორი ქვეყნის დედოფალი და ორი მეფის დედა - შუა საუკუნეების ყველაზე უბედური ქალის ცხოვრება
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE