ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, პირველად, 7-8 სექტემბერს გემო ფესტი გაიმართა. ფესტივალში ადგილობრივმა მზარეულებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალზე საუბრობს გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია.
„ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა. ძალიან კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მათი ბედნიერი სახეებით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ. გემო ფესტის ჩატარება მნიშვნელოვანია რეგიონებში. მე თვითონ მეგრელი ვარ და მეგრული გასტრონომია იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად გემრიელია, რომ საზოგადოებისთვის ეს ჩვენი ტრადიციების ახლებურად გაცნობა იყო. სამეგრელოს პოპულარიზაციისთვის არაჩვეულებრივი პროექტია, იმიტომ რომ ხალხი ჩამოვიდა გემო ფესტისთვის, გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას და ჩვენს ტრადიციებს“, -აცხადებს ფესტივალის მონაწილე, Food Vendor-ის წარმომადგენელი სალომე ფაცია.
გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.
გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.
გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.
გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). გემო ფესტის მონაწილე სალომე ფაცია: ვფიქრობ გემო ფესტი იდეალურად ჩატარდა, ხალხი გაეცნო ზუგდიდს, ჩვენს კერძებს, მეგრულ კულინარიას. 9 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გემო-ფესტის-მონაწილე-სალ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T19:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
