ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგაწუხებთ ხერხემლის ტკივილი? ქრონობიოლოგიური კვლევის მიხედვით ამაში დიდწილად თქვენი ცირკადული რითმია დამნაშავე

გაწუხებთ ხერხემლის ტკივილი? ქრონობიოლოგიური კვლევის მიხედვით ამაში დიდწილად თქვენი ცირკადული რითმია დამნაშავე

გაწუხებთ ხერხემლის ტკივილი? ქრონობიოლოგიური კვლევის მიხედვით ამაში დიდწილად თქვენი ცირკადული რითმია დამნაშავე.
ხერხემლის ტკივილი არის საერთო პრობლემა, რომელიც უმეტეს ჩვენგანს, დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს ცხოვრების გარკვეულ მომენტში. ეს კი არა მხოლოდ არასასიამოვნოა, არამედ ძვირიც. ხერხემლის ტკივილი სამუშაოსთან დაკავშირებული ინვალიდობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და მოითხოვს ძვირადღირებულ თერაპიას, როგორიცაა მაგალითად ხერხემლის ქირურგია. ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ ტკივილის ეს სინდრომი გამოწვეულია გადაჭარბებული დატვირთვით და ცუდი ერგონომიკით, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ არის სრულიად განსხვავებული საკითხი: ცირკადული რიტმის დესინქრონიზაცია (internal clock desinchronization)
ჩვენი ხერხემალი აგებულია ძვლოვანი მალებისგან, რომლებიც გამოყოფილია დისკებით, რომლებიც შედგება ჟელესან რეზინის მსგავსი ნივთიერებისგან, რომელიც უზრუნველყოფს დარტყმითი ენერგიის შთანთქმას და მოქნილობას. ასაკთან ერთად, ეს დისკები შრება და ნაკლებად ფუნქციური ხდება, რამაც შეიძლება დააზიანოს მათი მთლიანობა. ზოგიერთ ადამიანში დისკები შესაძლოა ოდნავ გამოცურდეს თავიანთი პოზიციიდან და მტკივნეული გახადოს ხერხემლის მოძრაობა.
დისკის დეგენერაციული დაავადება დიდი ხანია განიხილება, როგორც დაბერების და გადაჭარბებული დატვირთვის დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც გავლენას ახდენს ბევრ ადამიანზე მათი ცხოვრების განმავლობაში, ეს არ არის მხლოდ დაბერების შედეგი. ადამიანის სხეულის ყველა ქსოვილის მსგავსად, მალთაშუა დისკებს აქვთ საკუთარი დღის რითმი. როდესაც ეს რითმი დესინქრონიზირდება სხეულის დანარჩენი ნაწილისგან, დისკები უფრო სწრაფ დეგენერაციას განიცდის და უფრო მეტ ხერხემლის ტკივილს ქმნის.
ხერხემალს აქვს მისი ცირკადული რითმი:
ცირკადული რიტმი უჯრედების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დნმ-ის შეკეთება, ქსოვილების აღდგენა და სხვადასხვა სასიცოცხლო აქტივობა “დაგეგმილია” შიდა საათებით, რაც უზრუნველყოფს მათ ოპტიმალურ დროს. ინტერვერტებერალურ (მალთაშუა) დისკებში ცირკადული რიტმის როლის შესასწავლად მკვლევარებმა აიღეს დისკის უჯრედები ამოვარდნილი ცირკადული საათის გენით და გაზარდეს ისინი ლაბორატორიაში. გასაკვირია, რომ ეს დისკის უჯრედები ბევრად უფრო მიდრეკილი იყო დაზიანებისკენ, ვიდრე ნორმალური დისკის უჯრედები და ასევე ისინი არ აღიდგენდნენ თავს.
უცნობია ზუსტად რატომ არის ცირკადული გენები ასე მნიშვნელოვანი დისკის შესაკეთებლად. თუმცა, როგორც ჩანს, კარგად რეგულირებული შიდა საათის ქონა მნიშვნელოვანია დისკის გადაგვარების და შედეგად ხერხემლის ტკივილის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს.
ციტოკინები და წელის ტკივილი:
ციტოკინები არიან იმუნური მოლეკულები, რომლებიც პასუხისმგებელია ანთებასა და მისგან გამოწვეულ ტკივილზე. ისინი გამოთავისუფლდებიან იმუნური შეტევის ან დაზიანების საპასუხოდ და თამაშობენ განუყოფელ როლს ჩვენი სხეულის დაცვაში, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული. სამწუხაროდ, ციტოკინები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დისკის დეგენერაციაში. როდესაც ლაბორატორიებში დისკის უჯრედებს უმატებდნენ ციტოკინებს, ისინი ანგრევდნენ ცირკადული საათის გენების ექსპრესიას და ამით იწვევდნენ დაბერების შედეგად გამოწვეულ დეგენერაციას. ციტოკინებს არა მხოლოდ შეუძლიათ გამოიწვიონ ხერხემლის მოკლევადიანი ტკივილი, არამედ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ დისკის ხანგრძლივ გადაგვარებას, რაც იწვევს ტკივილს და ინვალიდობას.
ხერხემლის ტკივილის მკურნალობაში არაფერს ცვლის ტკივილგამაყუცებლების გამოყენება ან ქირურგიული ჩარევა. მნიშვნელოვანია დესინქრონიზის მოხსნა ბიოლოგიური რითმების სესაბამისად დანიშნული მედიკამენტით და ციტოკინების ინჰიბირება.
წერს თორნიკე ნონიაშვილი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
  “პირველად მიღებული პრეპარატი, ბავშვისთვის არის კლინიკური ექსპერიმენტი” – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვიდრე ბავშვს ანტიკოლიკურ საშუალებას მივცემთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი