ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიგაყინულ კატლეტში სალმონელა აღმოჩნდა - სურსათის სააგნეტო

გაყინულ კატლეტში სალმონელა აღმოჩნდა – სურსათის სააგნეტო

წნორში ნახევარფაბრიკატის ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ინდივიდუალური მეწარმის სარეალიზაციო ობიექტიდან (სიღნაღი, ქ. წნორი, თავისუფლების ქ. 13)  ნახევარფაბრიკატის – კატლეტის ნიმუშები (მწარმოებელი ი/მ, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N31) აიღეს.  ინფორმაციას ამის შესახებ სესი ავრცელებს.

“სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან კვლევის მიღებული შედეგების თანახმად, აღებული 5 ნიმუშიდან 2 ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (SALMONELLA).

ლაბორატორიული კვლევის დასრულებისთანავე ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ ბიზნესოპერატორთან განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატის – კატლეტის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.” –  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
  ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი