ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაფრთხილება მძღოლებს - ნახეთ, სად არის მოძრაობა აკრძალული

გაფრთხილება მძღოლებს – ნახეთ, სად არის მოძრაობა აკრძალული

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რატომ არის ერთი შეხედვით ადამიანი მართალი, ღმერთი კი - მტყუანი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი