გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს – „მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა.

„შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს – „მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ“. 30 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გარემოს-ეროვნული-სააგენ-7/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi