შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს - „მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად...

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს – „მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ“

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დრომდე საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა.

„შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შესაბამება.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  წელს, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 17%-ით გაიზარდა - როგორია განაწილება უბნების მიხედვით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი