„გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები არ მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი მომწონს…“ – თაკო ჭანუყვაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსახიობი თაკო ჭანუყვაძე ჟურნალ „გზასთან“ იმის შესახებ საუბრობს, თუ რატომ არ უყვარს გარეგნობაში ჩარევები.

– ოდესმე გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი გქონია?

– კი, მქონია, თუმცა ძალიან მარტივად გადამილახავს. როცა მცირე ასაკის ვიყავი, გარშემო მყოფები ყოველთვის აქცენტს აკეთებდნენ, რომ ჩემი ლავიწის ძვლები ლამაზი არ იყო. მახსოვს, როცა გადაღებაზე პირველად დამამტკიცეს, მთხოვეს, – თუ შეიძლება, კადრი ლავიწის ძვლიდან დავიწყოთო (ჩემი ძალიან ბევრი ფოტო არსებობს, სადაც მკვეთრად ჩანს ლავიწის ძვლები). მერე მივხვდი, რომ ამაში დამაკომპლექსებელი საერთოდ არაფერია და ადამიანი ღმერთმა როგორიც შეგქმნა, ისეთი უნდა იყო. გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები არ მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი მომწონს. უბრალოდ, მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო. ზედმეტი ჩარევები ჩემთვის მიუღებელია, რა… ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის, როგორიც გახლავართ. მგონია, რომ ამ საკითხს ყველა ქალი ასე უნდა მიუდგეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები არ მიყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი მომწონს…“ – თაკო ჭანუყვაძე. 8 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გარეგნობაში-ხელოვნური-ჩ/

  „დაუშვი შეცდომები... იტირე, იცინე, იგრძენი დარდი და შეადარე სიხარულს... იყავი ადამიანი“ - გიორგი კეკელიძის ემოციური წერილი შვილს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi