პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგარდაიცვალა კაცი, რომელიც პოლიციელმა შემთხვევით დაჭრა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც პოლიციელმა შემთხვევით დაჭრა

თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს, ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც იმავე სუფრასთან იმყოფებოდა, არასამსახურებრივი იარაღით, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის ლევან შამრელაშვილს მოხვდა.

მხარეებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა. პროკურატურამ პატრულ-ინსპექტორი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

  ამინდი გაუარესდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის კლება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი