შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა...

„განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს“ – მეუფე შიო

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. მეუფე შიომ წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

„იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში და თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიიღოს მისი წმინდა სული და ზეცაში აიყვანოს. ანგელოზები განცვიფრებულები იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. იგი გახდა ამიერიდან მარადიული მეოხი ჩვენი და მთელი კაცობრიობის, ყოველი ჩვენგანის დედა.

ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, მარადიული საღმრთო დიდების სხივებში.

განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  თეთრი ხიდის ისტორია…
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი