პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაგანზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბრალდებულმა ნ.ქ.-მ 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ისტორიაში პირველად, საქართველო 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი