პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგამოცდებისათვის მზადება მიმდინარეობს - დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და...

გამოცდებისათვის მზადება მიმდინარეობს – დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ, მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე

2025 წლის გამოცდებისათვის მზადება მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი – საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში გაიხსნება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ, მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.

  „მამაკაცი, რომელმაც თქვა რომ თქვენზე იქორწინებდა, იმავე დღეს დაიღუპა?“ - თაკო აბაშიძე ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი