სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდი„გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე“ - ამინდი უარესდება

„გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე“ – ამინდი უარესდება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით. 13 იანვრიდან, საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება, დაბლობში და ბარში იწვიმებს, მთასა და მაღალ მთაში კი თოვლი განახლდება.

14 და 15 იანვარს ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დაბლობში და ბარში ნალექი უკვე თოვლის სახით მოვა, მთასა და მაღალმთაში კი ძლიერი, მდგრადი თოვლი დაფარავს გზებს.

რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, აღნიშნულ პერიოდში (13-15 იანვარი) ცივი ამინდი და თოვლჭყაპი იქნება.

ხარისხიანი თოვლი ნაკლებადაა მოსალოდნელია, მაგრამ ფანტელები მაინც დაგვატკბობენ სარკმლებიდან – როგორც ბავშვობის ზღაპარში, როცა გარეთ ცივა, მაგრამ შინ სითბოა.მთებში მოსალოდნელი ძლიერი თოვლის გამო, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

• იმგზავრეთ მხოლოდ ზამთრის საბურავებით

• შეასრულეთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ქარბუქის დროს გამოიყენება

• გადაადგილებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს.

  როგორი ამინდი იქნება დღეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი