ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, მას ვაქცინაცია დაწყებული აქვს

გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, მას ვაქცინაცია დაწყებული აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

#drpkhakadze  #sheniambebi

  ინფორმაცია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებიც 2025 წლის გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი