კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიგაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს -...

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

PMCG-ის კვლევის მიხედვით, მაჩვენებელი წლიურად 1.8%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ყოველთვიურად ხელფასს 982 802 ადამიანი იღებდა. თვის ჭრილში კი შემცირებამ 2.5% შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში 146 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდე მერყეობდა, 206 ათასზე მეტი პირის – 1200 ლარამდე, 324 ათასზე მეტი – 1200-2400 ლარის ფარგლებში იღებდა ანაზღაურებას, 284 ათასი პირის ხელფასი კი 2400 ლარს აჭარბებდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა მთლიან მაჩვენებელში კი 9600 ლარზე მეტ ხელფასს დასაქმებულთა 4.6% იღებდა. ამასთანავე, დეკემბერში წლიურად 0.8%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებდა.
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  SOS‼️სად არ უნდა შევიძინოთ ხორცი და კვერცხი - სურსათის უვნებლობის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი