“2024 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობამ შეიარაღებულ კონფლიქტში მიაღწია უპრეცედენტო დონეს – 2023 წელთან შედარებით, სერიოზული დარღვევების რიცხვი 25%-ით არის გაზრდილი”, – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 41,370 სერიოზული დარღვევა აღრიცხეს – მათ შორის 36,221 ჩადენილია უშუალოდ 2024 წელს, ხოლო 5,149 – ადრე, მაგრამ 2024 წლამდე მისი დადასტურება ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, 2023 წელიც რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ წელს, 2022 წელთან შედარებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 21%-ით იყო გაზრდილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია – გაერო. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გაერო/
