ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული...

კახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა – თბილისი არის ყველას ქალაქი

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრების წარდგენამდე, საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რაც 210 210 700 მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი დგება ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი განვითარებისთვის. შესაბამისად, სრული შემართებით, 24-საათიანი შრომის მზაობით ვხვდებით 2026 წელს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველა იმ პროექტს თუ სამუშაოს, რომლის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. როგორც უკვე იცით, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219 823 300 მეტია2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გესაუბროთ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რამაც თითოეული თბილისელის ცხოვრება უნდა გახდეს კიდევ უფრო კომფორტული და ღირსეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ის, რომ დღეს არსებობს შესაძლებლობა, დედაქალაქს ჰქონდეს გაზრდილი ბიუჯეტი და განახორციელოს ესა თუ ის მნიშვნელოვანი პროექტი, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კურსის დამსახურებაა.

„იქ, სადაც არის მშვიდობა, სადაც მთავარი და უმთავრესი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებია, არის განვითარება, ქალაქებზე ზრუნვა და წინსვლა. მშვიდობიან პოლიტიკას მოაქვს მოსახლეობის ნდობა, ნდობა კი არის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება სახელმწიფო. საბოლოდ ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე აისახება- შეუფერხებელი სერვისები, უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი ინვესტიციები, მზარდი ბიზნესსექტორი ნიშნავს მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, მმართველ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხმამაღლა საუბარი ე.წ. მეგობრების მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე, რომლის მიზანიც იყო საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში და სანქციებზე მიერთება. ცხადია, ჩვენ ვთქვით უარი საქართველოს განადგურებაზე და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს იყო საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  საქსტატი – იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.1 პროცენტით გაიზარდა

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დღეს არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა, კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გაზრდილი ტურიზმი და სტაბილური ბიზნესგარემო.

„მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ქვეყანაში გაგვეხსნა მეორე ფრონტი, საუბარი იყო იმაზეც, რომ უნდა მივერთებოდით სანქციებს, რომელიც უმძიმესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც გამოიწვევდა შემცირებულ ტურიზმს, გაჩერებულ ბიზნესს, დღეს გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობა, კიდევ უფრო გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, გაზრდილი ტურიზმი, სტაბილური ბიზნესგარემო და დღეს აქ, თბილისის საკრებულოში უნდა დავამტკიცოთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი- გაზრდილი ბიუჯეტი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, განვახორციელოთ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც თბილისელებს დავპირდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა, რადგან თბილისი ყველას ქალაქია.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე — თბილისის ბიუჯეტზე, რომელიც არ არის უბრალოდ ციფრები. ეს არის გეგმა, როგორ ვხედავთ ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღეს, მის მომავალს. თბილისის ბიუჯეტი ემსახურება ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული აზრისა თუ არჩევანისა. თბილისი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, თბილისი არის ყველას ქალაქი. უფრო მეტიც, თბილისი არა მხოლოდ აქ მცხოვრები ადამიანების ქალაქია, არამედ საქართველოს გულია, მისი დედაქალაქი და მის ბედზე თანაბრადაა პასუხისმგებელი ყველა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს. ეს არის საერთო მიზნებზე დაფუძნებული დოკუმენტი. შესაბამისად, იმედი მაქვს დღეს გვექნება საქმიანი, თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული დისკუსია.

ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს საკრებულოს წევრებს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე წარუდგენს.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.