პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია - გაერო

2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია – გაერო

გაერო
2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებაში. დოკუმენტის მიხედვით, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, პალესტინის ტერიტორიები პირველ ადგილზეა.

 

“2024 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობამ შეიარაღებულ კონფლიქტში მიაღწია უპრეცედენტო დონეს – 2023 წელთან შედარებით, სერიოზული დარღვევების რიცხვი 25%-ით არის გაზრდილი”, – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოხსენებაში.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 41,370 სერიოზული დარღვევა აღრიცხეს – მათ შორის 36,221 ჩადენილია უშუალოდ 2024 წელს, ხოლო 5,149 – ადრე, მაგრამ 2024 წლამდე მისი დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, 2023 წელიც რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ წელს, 2022 წელთან შედარებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 21%-ით იყო გაზრდილი.

  „ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი