პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიგაგაცნობთ, ქართული სამზარეულოს ინდივიდუალურობას

გაგაცნობთ, ქართული სამზარეულოს ინდივიდუალურობას

კავკასიას, მსოფლიო გასტრონომიულ კულტურაში „კულინარიული ქვაბის“ სახელით მოიხსენიებენ, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ კულინარიულ ქვაბში გამორჩეული ადგილი ქართული სამზარეულოსია. ამაზე დღეს არავინ დაობს.

ქართული სამზარეულო ყველანაირი ტიპის ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს, რადგან ის მოიცავს კერძებს ვეგანების, ვეგეტარიანელების, სხვადასხვა სარწმუნოებებისა თუ გურმეებისათვის.

ქართული სამზარეულოს მთავარი მახასიათებელი რეგიონებს შორის მისი მრავალფეროვნება და განსხვავებულობაა:

  • ინდივიდუალურობა, რეგიონალური გასტრონომიული თვისებურებები (ყველა რეგიონს თავისი სამზარეულო აქვს);
  • ორიგინალური, ადგილობრივი პროდუქტი;
  • სანელებლები, საკმაზები-აჯიკა;
  • საწებლები და ტყემალი;
  • ფხალეულის დიდი ასორტიმენტი;
  • გულსართიანების კულტურა;
  • ღვინოს მრავალგვარობა;
  • გამორჩეული ყველეული რეგიონების მიხედვით;
  • ყველა რეგიონში საკუთარი სასმელი (ღვინო, არაყი, ლუდი, წყალი).

დიდ როლს თამაშობს რეგიონებში ორიგინალური მომზადების წესი, მაგრამ უმთავრესი მაინც საკმაზებია და ამ მხრივ, დასავლეთ საქართველო გამორჩეულია. მრავალფეროვანი საკმაზები, აღმოსავლეთ საქართველოში ზეთით, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძმრით დაწყებული, ნაირ–ნაირი ეგზოტიკური სანელებლებით გაგრძელებული და თხილეულის მოხმარებით გამოირჩევა.

ქართული სამზარეულოს ინდივიდუალობა ყველგან შესამჩნევია, ასეთ პატარა ქვეყანაში ყველა რეგიონს თავისებური სამზარეულო აქვს. რასაკვირველია, ამას კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ისტორიული წარსული განაპირობებს.

აღმოსავლურ-ქართული სამზარეულო, მიუხედავად იმისა, რომ უგემრიელესია, ძალზე მარტივია – იქ რამე განსაკუთრებული ინდივიდუალური ნიშნების პოვნა ძნელია. თუმცა გამონაკლისებიც არის. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სულ სხვა ვითარებას ვხედავთ, რადგან ფშავში, თუშეთსა და ხევსურეთში ვხვდებით სრულიად უნიკალურ პროდუქტს, როგორიცაა: ცხვრის გუდის ყველი, ხმელა კალტი, დამბალხაჭო, ყაღი (გამომხმარი ხორცი, ცხვრის, საქონლის, ჯიხვის ან დათვის), ლუდის ხარშვის ტრადიცია და სხვ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას ბურღულეული, მოგვიანებით კი სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო.

დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი – გუდის ყველი და დამბალ ხაჭო.

READ  როგორ ვაქციოთ სახლში დამზადებული რძე მადისაღმძვრელ მოცარელად. უფრო კარგი გემო აქვს, ვიდრე იტალიურ მაღაზიაში!

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებით არის შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

  რა უნდა გააკეთოთ, თუ სახელის ან გვარის შეცვლა გსურთ და რა თანხა დაგიჯდებათ მონაცემების გადაკეთება - ვრცელი ინფორმაცია იუსტიციის სახლიდან

მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა, საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა, მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

კითხვის გაგრძელება #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.