გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ იმერეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 134 თანამშრომელი, მათ შორის 15 მეტყევე და 72 ტყის მცველია. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
„ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მეტყევეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმის, მათი აქტიური მუშაობის შედეგია სამართალდარღვევების პრევენცია და ოპერატიული აღკვეთა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუმჯობესებულია სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი თანამშრომლების მოტივაციას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. სააგენტოს ძირითადი მიმართულებებია ტყეების აღდგენა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
„რეგიონული სატყეო სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ჩვენი გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებელი პირობაა, რამაც, შედეგად, ჩვენი ტყეების მდგრადი მართვა უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.
მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“-დავით სონღულაშვილი. 13 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბუნებრივი-რესურსებით-მ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
