ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ბრიუსელი ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ენჯეოები თუ პარტიები, მზად...

„ბრიუსელი ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ენჯეოები თუ პარტიები, მზად არიან, ქსენოფობიაც კი იარაღად გამოიყენონ – ბრიუსელისგან მხარდაჭერილ პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი“ – შალვა პაპუაშვილი

რეალობა არის ერთი, რომ ამ პროექტს აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები და არ აქვს არანაირი უარყოფითი მხარე. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის პირადმა განმარტებებმაც ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა და ყველა მითი, ყველა დეზინფორმაცია და ყველა ტყუილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაამსხვრია, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე საუბრისას, ჟურნალისტებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ალტ-ინფო“ და ბრიუსელი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, რამაც, ბრიუსელი უნდა დააფიქროს, იმის შესახებ, რომ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი არასამთავრობოები თუ პოლიტიკური პარტიები, მზად არიან, იარაღად ქსენოფობიაც კი გამოიყენონ პოლიტიკური ცვლილებებისთვის.

„რა გავიგეთ ამ რამდენიმედღიან საინფორმაციო შტურმში? ჩვენ გავიგეთ, რომ ბრიუსელი და „ალტ-ინფო“ ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელისგან მხარდაჭერილ ენჯეოებს, პოლიტიკოსებს და „ალტ-ინფოს“ აქვთ ერთი ქსენოფობიური ხაზი, რაც თავისთავად დამაფიქრებელია. მგონი, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების იძულებისთვის, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ენჯეოები თუ პარტიები, მზად არიან, ქსენოფობიაც კი საკუთარ არსენალში, როგორც იარაღი გამოიყენონ. ეს არის სწორედ ის ღირებულებითი კრიზისი, სადაც ბრიუსელი არის შესული და რომლიდან გამოსვლის გარეშეც, რთულია ვისაუბროთ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომლებსაც, წესით, უნდა მიჰყვებოდეს ბრიუსელის ბიუროკრატია.“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს, დეტალური განმარტებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთდა. რაც შეეხება ხელშეკრულების გასაჯაროებას, პაპუაშვილის განმარტებით, არც ერთ ქვეყანაში, კომერციული პროექტების ხელშეკრულებები საჯარო არ არის.

„საუბარი არის ხელშეკრულებაზე, რომლის ყველა საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა – ყველამ ისაუბრა. რაც შეეხება გასაჯაროებას, „ტვ პირველი“, ხაზარაძის ტელევიზიაა წარმოდგენილი და იქნებ, თქვენს დამფინანსებელთან იკითხოთ, ანაკლიის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული, რომელზე დაყრდნობითაც ის შემდეგ თაღლითურად ცდილობდა მილიარდ ნახევრის ამოღებას საქართველოს ბიუჯეტიდან. თუ არის გასაჯაროებული, იქნებ ეს მოიკითხოთ და რატომ არ არის გასაჯაროებული? – ესეც მარტივი სპეკულაციაა, არც ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან ის არის კომერციული პროექტი, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის, არც საქართველოში. რაც შეეხება ხელშეკრულების დეტალებს, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა საზოგადოებისთვის, ყველა ამ დეტალთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაცია პირადად პრემიერ-მინისტრისგანაც გაიგეთ. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი იყოს, არის პასუხი გაცემული. ასე რომ, აქაც იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია.

  “ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს” - როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

შემდეგ, სპეკულაცია იყო, ბრიუსელის მფარველობის ქვეშ მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისგან, მათ შორის, ზოგიერთი საბანკო სისტემაში მომუშავე ხალხი იყო. ან კალკულატორი ეშლებათ, ან ვერ ერკვევიან იმ სფეროში, რომელზეც ამბობენ, რომ მათი პროფესიული სფეროა. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 6.5. მილიარდია მოცულობა და პრემიერმა განმარტა ამასთან დაკავშირებითაც, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი