„ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ“ – ემოციური ამბავი, როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ადამიანის სიცოცხლე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს ემოციურ ამბავს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის შესახებ, რომლემაც პაციენტი გადაარჩინეს.

„გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება: პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი; უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე; მძღოლი სიმონ მამაიაშვილი“, – წერია ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ“ – ემოციური ამბავი, როგორ გადაარჩინეს ექიმებმა ადამიანის სიცოცხლე. 13 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბრიგადას-შუახნის-ქალბატ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi