კითხვა:“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!! ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!” – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!! ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!” – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!!
ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!
შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია???
მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას სწვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!!
ვეღარ ვუძლებ ვერა!!!!
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!!
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა!
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!!
ეკლესიასტე
ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!!
მაგრამ დამიდგა!!!!
კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!!
მეგობრებო რამდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!!და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!!
ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!
ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!” | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.
22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ნიკო კვარაცხელიას ოჯახი საქმის შეკვეთილი მკვლელობის მიმართულებით გამოძიებას ითხოვდა.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. “პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!! ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!” – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%93/
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის.
#აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi