პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს... - რას წერს ანი ბებია თბილისში...

ბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს… – რას წერს ანი ბებია თბილისში მომხდარი შემთხვევის შესახებ

სოციალურ ქსელში გავრცელებულ საშინელ ვიდეოს, სადაც 15 წლის მოზარდი გოგონა 13 წლის ბავშვს აბულინგებს და ფიზიკურად უსწორდება, მსახიობი ანი ბებია გამოეხმაურა:

“15 წლის გოგომა სცემა 13 წლის ბავშვი. არასრულწლოვანი მოძალადის ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება, ლანძღვა, გინება, მუქარა… დედამისმა ძვლებში გადავამტვრევ და ინვალიდს დავტოვებო. დედაც კი აღარ ჰყავს ამ გოგოს, რომ ბოლომდე არ გაბოროტდეს. რა გგონიათ, რომ თქვენი “ბულინგის” მერე გამოსწორდება? თუ გინდათ შიშში იცხოვროს, რომ ვეღარ გაბედოს? იმაზე თუ ფიქრობთ, რომ უფრო გაბოროტდება და აღარანაირი შიში არ ექნება… უარესს გააკეთებს თქვენი დამსახურებით. ბოროტების პასუხი ბოროტება არ უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება” – წერს ანი ბებია.

  „სავსე ვარ სიამაყით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით, გახსოვდეთ, უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთი დღეს თქვენს კვალზე გაიარონ...“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი