კვირა, აპრილი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და...

„ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს“-კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორი

„ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს როგორც გადამმუშავებლები, ასევე ორგანიზებული ფერმები. ბევრ სხვა ინდუსტრიასთან შედარებით, რძის ინდუსტრიაში ძალიან დიდი პროგრესია, თუმცა ასევე ბევრია გასაკეთებელი. ცოტაც დარჩა იგივე არაორგანიზებული წარმოების კონტროლის კუთხით. ახლოს ვართ სრულყოფასთან, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ სხვა ინდუსტრიაზე, მაგრამ რატომღაც, პრობლემა რომ წარმოიშვება, ბევრად მტკივნეულად აღიქმება ჩვენს ინდუსტრიაში“, – განაცხადა კომპანიის „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორმა გიორგი ლიპარტელიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კომპანიას „ქართული რძის პროდუქტები“ დანერგილი აქვს როგორც ISO-ს, ასევე HACCP-ის სტანდარტი. მუშაობს შიდა კონტროლის მექანიზმები.

„შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად კონტროლდება ყველაფერი, როგორც ჩვენთან, ასევე დიდ გადამმუშავებლებთან. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის მხრიდან ორგანიზებული ფერმების და გადამმუშავებლების კონტროლს, იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლებელია არ დაიცვა სტანდარტი. რამდენიმე ამბავი შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ და გასაგებია, ხალხის შეშფოთება, რაც ერთი მხრივ კარგია, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ყველა თავის პროდუქტს და თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“, – აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.

შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა, მათ შორის კომპანია „ქართული რძის პროდუქტებში” 2024 წელს განხორციელდა 8 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.

მასალის გამოყენების პირობები
  როგორ აღმოჩნდა ერთადერთი ქართველი პროფესორი გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლად, გლობალურ ჯანდაცვის საკითხებში?!
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი