პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს“

„ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს“

ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით,შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და პროგრამაში ჩართული პირები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აივ ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები,აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.

აღსანიშნავია, რომ აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

  რვა ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი