„ბიჭს ვეპრანჭებოდი, ვიცოდი, რომ ეს ბიჭი ჩემია, ახალი გოგო გადმოვიდა, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე“ – რას იხსენებს ნუცა ბუზალაძე?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დედას“, დედასთან ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა.

როგორც ნუცამ აღნიშნა, მას „არავინ ჰყავს დედაზე უფრო ახლოს ცხოვრებაში“.

„პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი. როდესაც ერთი წლის ვიყავი დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს, ამის გამო სულ დედასთან ვიყავი, მთელი ცხოვრება ერთად ვართ. 17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, მარტო ძილი არ შემეძლო.

ყოველთვის ისეთ გარემოს მიქმნიდა, რომ თავი პრინცესად მეგრძნო. დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა, მეგობრული საუბრით იმდენად ვემორჩილებოდი, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი ყვირილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბავშვობაში ეზოში ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გოგო, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე, მაშინ დედა ძალიან გამიბრაზდა, მერე ბოდიში მომახდევინა – ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ არაფერი დამიშავებია.

პატარა რომ ვიყავი დიდად არ მაქებდა, 20 წლის შემდეგ სულ მაქებს და მეუბნება: „ნომერ პირველი ხარ“, „აბა, შენ იცი“, „შენ ხომ იცი, რასაც იზამ“, – სულ ასეთ სამოტივაციო ფრაზებს მეუბნება.

ჩემს წარმოსახვაში დედა თეთრი ფერის არის, ძალიან ნათელი ადამიანია, ბოროტება არ აქვს. ერთ-ერთ პროექტში ერთად ვიმღერეთ და არ მავიწყდება, როგორ ნერვიულობდა სცენაზე, ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონება. მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, დედაჩემს არ ჰქონია პირადი ცხოვრება, მამაჩემის შემდეგ არ მახსოვს არც ერთი ადამიანი მის გვერდით. მადლობა მას იმისთვის, რომ სიყვარული მასწავლა“, – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ბიჭს ვეპრანჭებოდი, ვიცოდი, რომ ეს ბიჭი ჩემია, ახალი გოგო გადმოვიდა, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე“ – რას იხსენებს ნუცა ბუზალაძე?. 20 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბიჭს-ვეპრანჭებოდი-ვიცო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi