სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე “ჩცდ” – ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. მის მიერ განსახიერებული ქეთი გულუბრყვილო ქალია, რომელიც გულწრფელობით გამოირჩევა.
სალომე შარვაძის ცნობადობის ასეთი ტემპით ზრდა უკავშირდება სერიალში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ერთ – ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, პოპულარობას ძირითადად მისთვის დადებითი ემოციები მოაქვს და ცხოვრებაში ყველაფერში ეხმარება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სალომეს პერსონაჟი არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. მსახიობს ამაზე ინტერვიუში ბევრჯერ უსაუბრია:
“ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ხელის ერთი მოქნევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ არც ერთი წუთი იმ მოძალადის გვერდით აღარ გაატაროს. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება. არ არსებობს ადამიანი, ერთხელ თუ გააკეთა, არ გაიმეოროს, რადგან მოძალადე არის მოძალადე. სადაც ფიზიკური ძალადობაა, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ექნება ადგილი. არსებობს მოძალადე ოჯახებიც, გოგონები რომ თხოვდებიან და მერე მათ საქმეში ყველა ერევა, ვისაც არ ეზარება, ოჯახიდან დაწყებული, საგვარეულოს წევრებით დამთავრებული. ძალადობის მსხვერპლ გოგონებს უვარდებათ თვითშეფასება, დეპრესიაში ჩავარდნილნი ხელს ჩაიქნევენ ცხოვრებაზე. გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. ” – ამბობდა სალომე…სრულად
მასალის გამოყენების პირობები