შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის,...

ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში განხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა.

მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ ზაფხულის სეზონზე იალაღებში ცხოვრების პერიოდში. ჯამბულატ მელაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემების გადაჭრის გზებზე, რათა ამ სეზონზეც და მომავალშიც იალაღებში მყოფ მოსახლეობას ჰქონდეთ ცხოვრების კარგი პირობები.

ჯამბულატ მელაძემ მოსახლეობას ასევე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც საზაფხულო იალაღებზე მიმდინარე წელს განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში განხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება – უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

 

  თბილისში, ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაციას იწყება — პროექტის ღირებულება 115 მილიონ ლარს აღწევს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი