პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები განაგრძობს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი...

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები განაგრძობს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მოქმედებებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შეიარაღებული ძალები განაგრძობს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მოქმედებებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ეს არამხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგოდაოებისთვის ხდება. მან „ჰუსიტები“ საერთაშორისო წესრიგის დარღვევასა და საზღვაო მიმოსვლისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ისევე მტკიცედ ვიმოქმედებთ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, როგორც ეს ირანული ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მოხდა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის ვიდეომიმართვამდე, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში, ჰოდეიდას პორტზე იერიში მიიტანეს, რამდენიმე დღით ადრე, „ჰუსიტების“ მიერ თელ-ავივის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო.

  რა გავლენას ახდენს პლასტიკის პარკი ჩვენს გარემოსა და ჯანმრთელობაზე? - გიორგი ფხაკაძე განმარტავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი