პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„ბებიაქალი ვიპოვეთ, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდა, მთავარი კითხვა...

„ბებიაქალი ვიპოვეთ, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდა, მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა“ – მაია ასათიანი ემოციურ ამბავს იხსენებს

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს, მაია ასათიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ემოციური ამბავი, რომელიც მის ტელეპროექტს „პროფილს“ და გაშვილებული ბავშვების თემას უკავშირდება:

„არასდროს დამავიწყდება, ვიპოვეთ ქალბატონი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სამშობიაროში ბებიაქალი იყო და ყველა ხაზი მისკენ მიდიოდა, რომ ის ჩვილებით ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ ქალბატონს წლები ვეძებდით და ბოლოს მივაკვლიეთ.

რამდენიმე ახალშობილის ამბავი გვაინტერესებდა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ პასუხს – ვისგან იყიდა ჩვილები მისმა ოჯახმა.

ეს ქალი, ღრმად მოხუცი, ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში ვიპოვეთ, მივედით და მაშინ, როდესაც სახელით, გვარით პასპორტით ხარ მისული და როცა მთავარი შეკითხვები უნდა დასვა – აღმოჩნდა, რომ ამ ქალს დემენცია აქვს. ეს განცდა არასდროს დამავიწყდება, მას არაფერი ახსოვდა, რაღაც მომენტში გვეგონა, ხომ არ თამაშობდა, მაგრამ არა, მას დემენცია ჰქონდა“, – აღნიშნა მაია ასათიანმა.

  ზურა გორგაძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულაზე საუბრობს - „რვა წელი დავკარგე დრო, ენერგია, ფული და ჯანმრთელობა, ახლა ვარ თავისუფალი ვალებისგან, სტრესისგან…“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი