ბანანი შეიძლება გაძვირდეს – რატომ იზრდება ფასიი ყველაზე პოპულარულ ხილზე?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ბანანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 135 მილიონი ტონის წარმოება ხდება, რის გამოც ბანანის გლობალური ინდუსტრია მილიარდობით დოლარი ღირს.

ბანანი არის პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილი და მეოთხე უდიდესი მოსავალი ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის შემდეგ.

თუმცა საყვარელი ხილის მომავალი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან დაავადებამ და კლიმატის ცვლილებამ ბანანის ფერმებს უკვე შეუქმნა გარკვეული საფრთხე.

საინტერესოა, რა თავისებურებები აქვს ბანანის გლობალურ ინდუსტრიას?

პლანეტაზე ბანანის 1000-ზე მეტი ჯიში არსებობს, თუმცა გლობალური ბიზნესი ერთი ჯიშით ვაჭრობს. ეს არის კავენდიში.

- Advertisement -
Ad imageAd image

კავენდიში მავრიკიდან დიდ ბრიტანეთში დევონშირის მე-6 ჰერცოგისთვის უილიამ კავენდიშისთვის საჩუქრად 1830 წელს ჩაიტანეს, სწორედ მისი სახელი ეწოდა ჯიშს. ჯიში ახლა მსოფლიო გლობალური წარმოების დაახლოებით ნახევარს და ექსპორტის თითქმის მთელ ნაწილს შეადგენს.

ბანანის წლიური გლობალური წარმოება დაახლოებით 135 მილიონი ტონაა. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ტონა ბანანში დაახლოებით 9000 ბანანი მოიაზრება, ხილი წელიწადში ტრილიონზე მეტი იწარმოება. Mordor Intelligence-ის თანახმად, ბანანის გლობალური ბაზარი 2024 წელს 140,84 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ხილი 150-ზე მეტ ქვეყანაში იზრდება, ინდოეთი უდავოდ არის ბანანის ტოპ მწარმოებელი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 35,36 მილიონ ტონა ხილს აწარმოებს, რაც მას მსოფლიოს წამყვან მწარმოებლად აქცევს.

ქვეყანაში იზრდება ბანანის დაახლოებით 670 სახეობა. ინდოეთი თითქმის სამჯერ მეტ ბანანს აწარმოებს, ვიდრე ჩინეთი. World Population Review-ის თანახმად, სახალხო რესპუბლიკა წელიწადში 12 მილიონ ტონას იღებს. შემდეგ მოდის ინდონეზია 7,3 მილიონი ტონით წელიწადში.

სხვა მსხვილ მწარმოებლებში შედიან – ბრაზილია (6,8 მილიონი ტონა), ეკვადორი (6,6 მილიონი ტონა) და ფილიპინები (6 მილიონი ტონა).

- Advertisement -
Ad imageAd image

აღსანიშნავია, რომ ეს ხილი ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საკვებია. როგორც წესი, რუანდელები თავიანთი ყოველდღიური კალორიების მნიშვნელოვან 17,2%-ს ბანანისგან იღებენ, შემდეგ მოდის ლაოსი 11%-ით, სამოელები 6,8%-ით და კირიბატის მოსახლეობა 4,9%-ით. იხილეთ სრულად

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ბანანი შეიძლება გაძვირდეს – რატომ იზრდება ფასიი ყველაზე პოპულარულ ხილზე?. 8 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბანანი-შეიძლება-გაძვირდე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi