პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა

ბათუმში, სავარაუდოდ, ბოტანიკური ბაღის თანამშრომელმა ტურისტი გააუპატიურა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლის მიერ ტურისტის (ბელორუსის მოქალაქე) სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის დაწყებული, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ ტურისტი გააუპატიურა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამსახურის ხელმძღვანელია. შემთხვევა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

“შვებულებაში ვარ, ვერ გიპასუხებთ, მომწერეთ საჯარო წერილი და გიპასუხებთ. გამოძიება მიმდინარეობს მაგ ფაქტზე და პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არავარ სამსახურში”, – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და ტელეფონი გაგვითიშა.

  ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის შემდეგ 5 ქალი სეფსისით ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა - შემთხვევა რუსეთში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი