პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. პარაშუტის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.

შემთხვევის დროს პარაშუტში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული ფართების გადაცემის საქმეზე 1 პირს ბრალი წარედგინა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი