ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. პარაშუტის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.
შემთხვევის დროს პარაშუტში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
