ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
Sheni Network
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – შსს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
