„ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„ბათუმობა 2025“ წელს ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 223 035 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 3 და 4 მაისს ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება.

ბათუმის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 109 ათას 60 ლარს გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს, ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული და ხელშეკრულებები ჯამში 113 ათას 975 ლარზეა გაფორმებული. აქედან 87 500 ლარზე – შპს „ბეტა პრინტთან“ და 26 475 ლარზე – შპს „ჯითი ჰოლდინგთან“.

ქალაქის მერიის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტების პარალელურად მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს საპატიო ბათუმელებსაც დააჯილდოებენ, „ბათუმობა 2025“ კი, გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიამ ღონისძიებების პროგრამაც გამოაქვეყნა:

- Advertisement -
Ad imageAd image
  • 3 მაისი

12:00 – სასულე ორკესტრი
13:00 – ქალთა აკადემიური კამერული გუნდი
14:00 – ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი
15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – ეთნოფოლკ როკ ანსამბლი „ჯეო პლანეტი“
18:00 – ქალთა ვოკალური ანსამბლი / ტრიო “გოგლაურა”
19:30 – ქართული ფოლკლორის კონცერტი, ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ & ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი
21:00 – კახაბერი და ხანუმები

  • 4 მაისი

15:30 – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი
16:00 – საპატიო ბათუმელების დაჯილდოება – ღონისძიების წამყვანი ბერდია კუტუბიძე
19:00 – გალა კონცერტი – საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე; სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ქალთა კამერული გუნდი, მორის მელაძე, აჩიკო გოგიტიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ნაკაშიძე, გვანცა ოსიყმაშვილი, მერაბიკო დოლიძე, ნიკო ბერიძე, სულხან დევაძე, რუსა თავართქილაძე, თათია კობალაძე, თამუნა მიქელაძე, ნონა კორიფაძე, ბაჩო ნაკაშიძე, სულხან ჯაიანი, ბათუმური კვინტეტი, სოფო ხალვაში & ბათუმური კვინტეტი.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება. 3 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ბათუმობისთვის-წელს-ბიუ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T07:50:29+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi